დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა, დავასრულე ჩემი პროექტი და ავტვირთე დრაივზე. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა მარკოზაშვილს გაწეული სამუშაოსათვის.
Monday, July 23, 2018
მერვე დღე
განვიხილეთ მეშვიდე მოდული.გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს. მოვარგე ჩემს პროექტს დაუფრო მეტად დავხვეწე იგი.
Wednesday, July 18, 2018
მეშვიდე სამუშაო დღე
დღევანდელი დღე იყო საინტერესო, დღე დავიწყეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდების განხილვით, ვისაუბრეთ სამი ტიპის მოსწავლეებზე. ჩემი პროექტის გეგმის განხორციელებისას ვიხელმძღვანელებ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებით.
Monday, July 16, 2018
მეექვსე სამუშაო დღე
გავიხსენეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. მიღებული ინფორმაცია მოვარგე ჩემი პროექტის ფარგლებში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
Friday, July 13, 2018
მეხუთე სამუშაო დღე
დღეს გავეცანით III მოდულს-კავშირები. რაც დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სწავლის პროცესზე, კერძოდ: მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, გამოიყენებენ ჩათებს აზრის გაზიარების მიზნით.
მეოთხე სამუშაო დღე
გავეცანი განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასების რუბრიკებს, შევავსე დროში გაწერილი პროექტის გეგმა.
Monday, July 9, 2018
მესამე სამუშაო დღე
ვიმუშავე პროექტის ,,ცხიმები" გეგმის შედგენაზე, მოვიძიე ჩემი საგნის შესაბამისი პროფესიული სტანდარტი და პროექტის გეგმაში გადავიტანე შესაბამისი ინდიკატორები. ასევე გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს და ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის შესაბამისი კითხვები:
ზოგადი: 1.როგორ ვზრუნავ ჩემს თავზე?
თემატური: 1. როგორ გავიგოთ არის თუ არა ჩემს ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი
2. ცხიმების დადებითი და უარყოფითი როლი ჩვენ ორგანიზმში?
შინაარსობრივი: 1. რა არის ზედმეტი ცხიმების გამომწვევი მიზეზი?
ზოგადი: 1.როგორ ვზრუნავ ჩემს თავზე?
თემატური: 1. როგორ გავიგოთ არის თუ არა ჩემს ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი
2. ცხიმების დადებითი და უარყოფითი როლი ჩვენ ორგანიზმში?
შინაარსობრივი: 1. რა არის ზედმეტი ცხიმების გამომწვევი მიზეზი?
2. რა სარგებლობის მიღება შეიძლება ფიზიკური ვარჯიშისაგან?
3. როგორ უნდა ვიკვებოთ რომ ვიყოთ ჯანმრთელები ?
Thursday, July 5, 2018
მეორე სამუშაო დღე
გავიხსენეთ წინა სატრენინგო მასალა, გავეცანი ბლოგებს, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვამზადებ მოსწავლის ნაშრომის ბუკლეტს.
Tuesday, July 3, 2018
პირველი სამუშაო დღე
გავეცანი ვიდეო სახელმძღვანელოს, განვიხილეთ სამოდელო პროექტის გეგმა. მიღებულ ინფორმაციას დავგეგმავ და გამოვიყენებ პრაქტიკაში.
Subscribe to:
Posts (Atom)
მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა, დავასრულე ჩემი პროექტი და ავტვირთე დრაივზე. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციებ...